Page 9 - tmp_Neat
P. 9
მომდევნო სუპერმარკეტის გზის კითხვა ხომ მართლაც კარგი
საშუალება იყო იმისთვის, რომ მეზობლები გამეცნო. თუ დედა
მართალი იყო, და ჩვენი მეზობლები მართლაც ჩემს ასაკში იყვნენ, არ
იქნებოდა ჩვენი აქ გადმოსახლება სრული კატასტროფა. ეს რა
სისულელეც არ უნდა იყოს, ამას მაინც გავაკეთებ. გაბედულად
გადავირბინე მინდორზე და ავირბინე შესასვლელში, სანამ ისევ
გადავიფიქრებდი. მომდევნო მომენტში ვიდექი განიერ ვერანდაზე,
გავაღე მწერებისგან დამცველი ბადის ჩარჩო შესასვლელი კარების წინ
და დავაკაკუნე. მერე ერთი ნაბიჯით უკან დავიხიე და მაისური
გავისწორე. მე მაგარი ვარ_ ესეც ასე. გზის კითხვა ხომ ისეთი არაფერია.
კარებს მეორე მხრიდან მძიმე ნაბიჯები მოუახლოვდა, სანამ ის იმავე
მომენტში მოქნევით გაიღო და მე ძალიან ფართე, გარუჯულ,
დაკუნთულ მკერდს ვოყურებდი. შიშველ მკერდს. თვალები დავხარე
და სუნთქვა... შემეკრა. ჯინსი ისე დაბლა ეჯდა თეძოზე, რომ თხელი
თმის ბუსუსოების ხაზი მისი ჭიპიდან მის შარვლამდე საკმაოდ ქვემოთ
ჩადიოდა. და მერე მუცელი. დაკუნთული. მკვრივი. არა ისეთი მუცელი,
ჩვიდმეტი წლის ბიჭებისგან რომ მოველოდი_ და მე ვფიქრობდი,რომ ის
ამდენი წლის იყო_, მაგრამ კარგი, მე ამაზე არ ვისაყვედურებდი.
ლაპარაკი მაინც არ შემეძლო, შემეძლო მხოლოდ მიშტერება.
ბოლოსდაბოლოს ავაყოლე ჩემი მზერა ზემოთ და შევაჩერე მის
ხშირ, მუქ წამწამებზე, რომლებიც თითქმის მის მაღალ, მარკანტულ
ყვრიმალებს ეხებოდნენ და მისი თვალების ირისს მალავდნენ, როდესაც
ის ზემოდან დამყურებდა. აუცილებლად მინდოდა მცოდნოდა, თუ რა
ფერი ქონდათ მის თვალებს.
<<რითი შემიძლია დაგეხმარო?>> სასიამოვნო ფორმის, საკოცნელდ
მიმზიდველი ტუჩები განერვიულებულად გვერდზე აიწიენ.
მისი ხმა იყო ბოხი და მყარი. ხმა, რომელიც მიჩვეული იყო, რომ
ხალხი მას მოუსმენდა და უპასუხოდ დაემორჩილებოდა. მერე აიწიენ
მისი წამწამები და გამოაჩინეს წარმოუდგენლად მწვანედ მანათობელი
თვალები. ინტენსიური ზურმუხტისფერი ულამაზესად გამოიკვეთე-
ბოდა მის გარუჯულ კანზე.
<<გამარჯობა?>> წამოიწყო კიდევ ერთხელ. ერთი ხელით კარის
ჩარჩოს მიეყრდნო და წინ გადმოიხარა. << ლაპარაკი შეგიძლია?>>

