Page 4 - tmp_Neat
P. 4

რაც მე მენატრებოდა, ეს იყო მამა.


                     და ფლორიდა იყო მამა. იქ დაიბადა, იქ გაიცნო დედაჩემი და იქ იყო
               ყველაფერი          იდეალურად...           სანამ     ყველაფერი          დაიმსხვრეოდა.

               თვალებში ცრემლი ჩამიდგა, მაგრამ გადავწყვიტე არ მეტირა. ტირილი
               არაფერს შეცვლიდა, რაც მოხდა მოხდა, მამა კი შოკში იქნებოდა, რომ

               გაეგო სამი წლის მერე ისევ ვტიროდი.

                       მე  დედაც  მენატრებოდა.  ის  დედა,  რომელიც  ის  მამის

               სიკვდილამდე  იყო.  დივანზე,  რომ  მომიწვებოდა  და  ჩახუტებული,
               სასიყვარულო  რომანებს  მიკითხავდა.  მეჩვენებოდა,  რომ  უსასრულო

               დრო  იყო  მაშინდელ  და  ახლანდელ  დროს  შორის  გასული.  ნახევარი
               ქვეყანა  მაინც.  თუკი  მას  ადრე  სახლში  უფრო  უყვარდა  ყოფნა,  ახლა

               თითქოს რაც შეიძლება მოშორებით უნდოდა ყოფილიყო. საბოლოოდ
               მიხვდა,  რომ  ეს  გამოსავალი  არ  იყო  და  გადაწყვიტა,  სამუდამოდ

               გადავსულიყავით საცხოვრებლად რაც შეიძლება შორს. აქ გადმოსვლის
               მერე იმას მაინც ცდილობდა, რომ ჩემს ცხოვრებაში მეტი მონაწილეობა

               მიეღო, თუმცა ის ისევ ისე გიჟივით მუშაობდა.




                        მე  კი  ჩემი  მხრიდან  გადავწყვიტე,  რომ  ჩემი  ნერვიული
               მოწესრიგებისმანია             დამევიწყებინა            და      ყუთები          ყუთებად

               დამეტოვებინა, როდესაც              რაღაც სუნი მეცა. დედა ღუმელზე რაღაცას
               წვავდა. ეს კარგს არაფერს ნიშნავდა.

                       ქვემოთ ჩავირბინე.


                       ის  იდგა  დიდკოპლებიანი  ექთნის  პერანგით  სამზარეულოში.
               მხოლოდ  დედაჩემს  თუ  შეეძლო  თავიდან  ფეხებამდე  კოპლებიანი

               ჩაეცვა  და  მაინც  ლამაზი  ყოფილიყო.  დედას  ჰქონდა  ულამაზესი,

               სწორი,  ქერა  თმა  და  მოციმციმე  თხილისფერი  თვალები.  მისი
               საავადმყოფოს ძონძებითაც კი, მე მასთან შედარებით, ჩემი ნაცრისფერი
               თვალებით          და      გაურკვეველი           ფერის       თმებით,        უფერულად

               გამოვიყურებოდი.

                       თანაც მთლიანობაში ვიყავი თითქოს... უფრო მრგვალი, ვიდრე ის.

               განიერი თეძოები, სავსე ტუჩები და უშველებელი თვალები, რომლებიც

               დედას ძალიან უყვარდა, მაგრამ მე ჩემს თავს გაშტერებულ თოჯინას
               მაგონებდა.
   1   2   3   4   5   6   7   8   9