Page 3 - tmp_Neat
P. 3

თავი 1


                     ვუყურებდი  ჩემს  ოთახში  ერთმანეთზე  დაწყობილ  ყუთებს  და
               ვნატრობდი          ინტრნეტი         მქონოდა        უკვე      ჩართული.         ჩვენი     აქ

               გადმოსახლების  შემდეგ,  ჩემი  წიგნის_ბლოგზე  არაფრის  გაკეთება
               შემეძლო,  თავს  ისე  ვგრძნობდი,  თითქოს  ხელ_ფეხი  მქონოდა

               ამპუტირებული.  დედაჩემის  აზრით  ,,  ქეითის  კრეატიული  ობსესია“
               მთელი  ჩემი  ცხოვრება  იყო.  სულ  ასეც  არ  იყო  საქმე,  მაგრამ  ის  ჩემი

               ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი მაინც იყო. დედაჩემისთვის წიგნებს
               უბრალოდ ისეთი მნიშვნელობა არ ჰქონდათ, როგორიც ჩემთვის.


                      ამოვიხვნეშე. უკვე ორი დღეა აქ ვიყავით და კიდევ ბევრი გვქონდა
               ამოსალაგებელი. მძულდა ამდენი ყუთების გარემოცვაში ყოფნა. ეს ამ

               ყველაფერს კიდევ უფრო ამძაფრებდა.

                     კიდევ  კარგი,  რომ  ყოველ  ფხაკურსა  და  ფაჩუნზე  ისე  აღარ

               ვკრთებოდი,  როგორც  ჩვენი  აქ,  ვესთ  ვირჯინიაში,  გადმოსვლის
               პირველ  საათებში.    კერძოდ  ამ  სახლში,  რომელიც  საშინელებათა

               ფილმიდან  ამოღებულს  ჰგავდა,  ამ  სახლს  სახურავზე  კოშკურაც  კი
               ჰქონდა, რაღაც სასაცილო და უცნაური. ვის რაში ესაჭიროებოდა ასეთი

               რამ?

                      კეტერმენი არ იყო არც ერთ რუქაზე აღნიშნული, ესე იგი ის არ იყო

               ,,ნამდვილი“  დასახლება.  მომდევნო  ,,ნამდვილი“    დასახლება  იყო
               პიტერსბურგი _ერთი პატარა ქალაქი, ორი ან სამი შუქნიშნით. უფრო

               მოშორებით იყო კიდევ რამდენიმე პატარა ქალაქი, რომლებიც ალბათ
               სტარბაქსითაც  კი  არ  იყვნენ  დალოცვილი.  წერილები  სახლში  კი  არ

               მოგვდიოდა, არამედ პიტერსბურგში ჩვენ თვითონ უნდა გამოგვეტანა
               ფოსტიდან.


                      ქვისხანისებური.

                      ეს  ყველაფერი  მეხივით  დამეცა  თავზე.  ფლორიდა  წარსულს

               ჩაბარდა _  შნთანთქლა  იმ კილომეტრებმა,  რომლებიც ჩვენ  გავიარეთ,
               დედაჩემის           სურვილის,            ცხოვრების           თავიდან          დაწყების,
               დასაკმაყოფილებლად. ისიც არ იყო, რომ მე გეინსვილი, ამინდი, ჩემი

               ძველი სკოლა ან ჩვენი ბინა მენატრებოდა. კედელთან იატაკზე დავეშვი

               და ხელის გული შუბლზე გადავისვი.
   1   2   3   4   5   6   7   8