Page 8 - tmp_Neat
P. 8

<<კარგი, და მე რამე კარგ საჭმელს მოვიტან.>> და ალბათ ნახერხს

               და მცენარეებს. ჩვენი ბაღი მართლაც საცოდავად გამოიყურებოდა.

                      << ქეითი?>> შუბლშეკრული იდგა დედაჩემი კარებში.


                      << დიახ?>>

                      დედას  სახე  ჩაუღამდა.  <<ვიცი,  რომ  საცხოვრებელი  ადგილის

               გამოცვლა, თანაც სკოლის დამთავრების წელს, იოლი არ იყო შენთვის,
               მაგრამ ეს ჩვენთვის საუკეთესო გამოსავალი იყო. უფრო დიდ ხანს იმ

               ბინაში დარჩენა... მის გარეშე...დროა, რომ                 ისევ დავიწყოთ ცხოვრება.
               მამაშენს ასე ენდომებოდა. >>


                       ჩემს ყელში ბურთი, რომელიც მეგონა, რომ ფლორიდაში დავტოვე,
               ისევ გაჩნდა. <<ვიცი დე, მე კარგად ვარ.>>


                      <<მართლა?>>  მისი  ხელის  განძრევაზე,  მზის  სხივი,  რომელიც
               სარკმელში ანათებდა, მის ოქროს ბეჭედზე წყდებოდა.


                      სწრაფად დავუქნიე თავი. << ყველაფერი კარგადაა. და გვერდითაც
               დავრეკავ  კარებზე.  იქნებ  იმათ  მითხრან  სუპერმარკეტი  სად  არის.

               შემიძლია ცოტა მაინც მოვინდომო.>>

                      << ძალიან კარგი! თუ რამეა შემომეხმიანე კარგი?>> დედის თვალები

               ბრწყინავდნენ,  როდესაც  კიდევ  ერთხელ  დაამთქნარა.  <<მიყვარხარ,
               ჩემო ძვირფასო.>>


                      მინდოდა მეთქვა, რომ ის მეც მიყვარდა, მაგრამ სანამ მე  ეს სიტყვები
               ამოვღერღე, ის უკვე ასული იყო კიბეზე.


                       ის  ცდილობდა  მაინც,  რომ  შეცვლილიყო  და  მე  ვეცდებოდი
               აქურობას შევგუებოდი. და არ ჩავიკეტებოდი                      ლეპტოპით მუხლებზე

               ჩემს  ოთახში,  დედაჩემს  რისიც  ეშინოდა.  გარდა  ამისა  არ  იყო  ახალი
               ადამიანების გაცნობა ჩემი სიძლიერე. მერჩივნა თავის წიგნებში ჩარგვა
               ან ჩემს ბლოგზე კომენტარების კითხვა.


                      ტუჩზე  ვიკბინე,  რადგან  მამაჩემის  საყვარელი  წინადადება
               გამახსენდა, რომლითაც სულ მამხნევებდა. ,, მოდი, ქითი_ქეთ, ნუ ხარ

               მშიშარა.“  მამას  მისი  ცხოვრება  არასდროს  ამაოდ  გვერდზე  არ

               გაუტარებია.
   3   4   5   6   7   8   9   10   11   12   13