Page 3 - Lettera pastorale 2020 GEO
P. 3

სამწყსო წერილი  2020                              3















               საყვარელო დანო და ძმანო,
               „წმიდანნი  საქართველოში“  -  ეს  იყო  დევიზი,
            რომელმაც  გვიმეგზურა  გასული  სამწყსო  წელი-
            წადის  განმავლობაში,  რომლის  მწვერვალიც  იყო
            სინოდური კრება წერვანში, 2020 წლის 11-12 სექტე-
            მბერს.  ეს  დევიზი  იქცა  მოწვევად  ყველასათვის:
            „მოხმობილი  ვარ  გავხდე  წმიდანი  აქ,  საქართვე-
            ლოში!“ კი მარამ, მართლა? როგორ? სად? რატომ?
            რამდენი მოსაზრება შემოგვთავაზეს ამ კითხვებზე
            პასუხის გასაცემად, კითხვებზე, რომლებმაც, ვიმე-
            დოვნებ, ყველა ჩვენგანში იჩინა თავი. სინოდური
            კრების დასასრულ გადმომეცა ფურცლები იმ მითი-
            თებებით, რომლებიც ამოტივტივდნენ ჯგუფური მუ-
            შაობისას და თხოვნით მომმართეს, როგორც მწყე-
            მს ეპისკოპოსს, გადამემუშავებინა წარმოდგენილი
            მასალა და სამწყსო წერილი მომეწერა  ამ თემაზე
            თითოეული მორწმუნისათვის.




                  ჩვენ ყველანი  მოხმობილნი სიწმიდისაკენ!

               სამოციქულო ექსჰორტაციაში Gaudete et exsultate
            პაპი ფრანცისკე წერს:

               “... ის, რისი შეხსენებაც მსურს ამ ექსჰორტაციით,
            პირველ  რიგში,  სიწმიდისაკენ  მოწოდებაა,  რომ-
            ლითაც  მოგვიხმობს  უფალი  თითოეულ  ჩვენგანს,
            მოწოდება, რომლითაც მოგმართავს შენც: “წმიდა-
   1   2   3   4   5   6   7   8