Page 4 - Lettera pastorale 2020 GEO
P. 4

4                 არაჩვეულებრივად ჩვეულებრივნი

            ნი იყავით, რადგანაც მე წმიდა ვარ” (ლევ 11,44; 1პეტ
            1,16). ამას გამორჩეულად აღნიშნავდა ვატიკანის II
            კრება:  “გამოხსნის  ასეთი  საშუალებებით  აღჭუ-
            რვილი ყველა ქრისტიანი, როგორიც არ უნდა იყოს
            მისი  მდგომარეობა  და  სტატუსი,  თითოეული  თა-
            ვისებურად, უფლის მიერ არის მოწოდებული სიწ-
            მიდის იმ სრულყოფილებისაკენ, რომელიც თავად
            მამის სრულყოფილება არის” (LG 11). “ (Gaudete et
            exsultate, 10).

               ამ  წლის  დასაწყისში,  რომელიც  მივუძღვენით
            სიწმიდის  თემას,  მახსოვს,  რომ  სწორედ  ამ  ფრა-
            ზის კითხვისას, და იმაზე ფიქრისას, რომ მეც სიწ-
            მიდისაკენ ვიყავი მოხმობილი, ვუთხარი ჩემ თავს:
            ‘რა  უნდა  გავაკეთო  წმიდანობისათვის?“  დავიწყე
            ფურცელზე ჩამოწერა: „უნდა მეტი ვილოცო, მეტი
            ნდობით ვუცქირო სხვებს, უკეთ აღვასრულო ევქა-
            რისტია, არასოდეს გავიტეხო გული, არამედ ღვთის
            ხელს მივანდო საკუთარი თავი, დავეხმარო უპოვა-
            რთ, მეტად თავმდაბალი და გულუხვი ვიყო, ყველა-
            სადმი გულისხმიერი, მომღიმარი, ... უნდა, უნდა...“
            და სია დაგრძელდა, ბოლოს კი ვკითხე ჩემ თავს:
            შევძლებ კი ყოველივე ამის შესრულებას? პასუხად
            მივიღე: ვერა, ვერ შევძლებ! არასოდეს გამომსვლია
            ყველაფერი  სრულად,  ახლა  როგორღა  შევძლებ?
            მაშ, სიწმიდე ჩემთვის არა ყოფილა? ზოგიერთი გა-
            ნსაკუთრებული და  საგანგებო ხალხისთვისაა ის?
               სწორედ წელს იყო, თქვენთან ერთად რომ გა-
            ვდიოდი  სიწმიდის  თემას,  შემდეგ  კი  სინოდურ
            კრებაში მონაწილეობისას და თქვენი გაზიარებუ-
            ლი  მოსაზრებების  მოსმენისას,  უკეთ  გამოიკვეთა
            ჩემთვის  ზოგიერთი  რეფლექსიები  რომლებიცაა
            თავად სიწმიდის ასპექტები, გზები, მითითებები და
            შესაძლებლობები. მოკრძალებით გწერთ, დარწმუ-
            ნებული იმაში, რომ ხელს ვყოფ სკივრში, რომელიც
            სრულად მოიცავს იმ განძს, რომელსაც ჩვენი ცხო-
   1   2   3   4   5   6   7   8   9