Page 9 - Lettera pastorale 2020 GEO
P. 9

2. ნეტარ არიან ადამიანით გატაცებულნი







               დონ  ტონინო  ბელო,  ეპისკოპოსი,  რომელიც
            მალე ნეტართა რიგებს დაიკავებს, სიკვდილის წინ
            წერდა: „იყავით უპირველეს ყოვლისა ადამიანები.
            ძირის  ძირამდე.  მეტიც,  პირთამდე.  ვინაიდან  იყო
            ადამიანი პირთამდე, ნიშნავს იყო წმიდანი“. აი, რას
            ნიშნავს სიცოცხლითა და ჩვენი კაცობრიობით გა-
            ტაცება, გსურდეს გახდე ადამიანი პირთამდე. გახდე
            მაქსიმალურად, ნიშნავს მიაღწიო სიწმიდეს!

               სიწმიდე  ჩვენი  ადამიანობის  აღვსებაა.  ის,  რაც
            უნდა „მოვაკვდინოთ“ ჩვენში, ჩვენი არაადამიანუ-
            რობაა, არა ჩვენი ადამიანობა.

               თუკი  მამაკაცი  და  ქალი  ღვთის  ხატებაა,  მაშინ
            მათი  პიროვნების  აღსრულება,  ღმერთის  ხატისა
            მათში, ესაა მათი სიწმიდე. თუკი ღმერთია წმიდა,
            ხოლო ადამიანი მისი ხატია, განახორციელო კაცო-
            ბრიობა  ნიშნავს  განახორციელო  სიწმიდე.  ღმერ-
            თმა, წმიდამ, ამისთვისაა რომ შეგვქმნა, ეს სწადია
            მთელი გულით, ამას მოქმედებს ჩვენში. დაგვიდგე-
            ბა სავსე და კოსმიური აღსრულებაც, როცა ქრისტე
            დაბრუნდება.  მანამდე  კი,  ახლა,  ეს  ნამდვილად
            იწყება იმდენად, რამდენადაც ხორციელდება ჩვე-
            ნი ადამიანობა. წარსულში რელიგიური აღზრდისას
   4   5   6   7   8   9   10   11   12   13   14