Page 12 - Lettera pastorale 2020 GEO
P. 12

12                არაჩვეულებრივად ჩვეულებრივნი

            რისი შემოთავაზებაც შეუძლია ყოველ რეალობას,
            და  პირველ  რიგში  ყოველ  ადამიანს.  ესაა  მზერა,
            რომელსაც ძალუძს ყოველ რეალობაში დაინახოს
            საიდუმლო, არა როგორც ვერ ამოსახსნელი გამო-
            ცანა,  არამედ  პირიქით,  როგორც  რეალობა,  რო-
            მელიც  განუწყვეტლივ  გვამცნობს  თავის  თავს  გა-
            მაოგნებელი და ამოუწურავი სიმდიდრით და ამის
            გამო გვავალდებულებს, მუდამ ღია გვქონდეს კარი
            სულ ახალი და უფრო ღრმა მნიშვნელობების შე-
            მოსაშვებად.

               საქმე გვაქვს არა შეძენილ ფაქტთან, არამედ სუ-
            ლიწმიდის ნიჭთან, რომელიც განუწყვეტლივ უნდა
            ითხოვო  და  მიიღო,  გულის  მოქცევიდან  დაბადე-
            ბული  მზერის  მოქცევის  აუცილებლობის  შეგნე-
            ბით. მართლაც: „თვალი სულის სარკეა“ (შდრ. ლკ
            11,34-36).  იმიდან,  თუ  როგორ  ვხედავთ/ვუყურებთ
            ვლინდება ღვთის სულისადმი ჩვენი გულის ქვაო-
            ბაც და დამყოლობაც. გვჭირდება მივიღოთ მთაზე
            ქადაგებისას იესოს მიერ ნაუწყები ნეტარების ნიჭი:
            „ნეტარ არიან გულით სუფთანი, ვინაიდან ღმერთს
            იხილავენ“  (მთ  5,8);  მართლაც,  მხოლოდ  გულის
            მოქცევა იძლევა ქმნილებაში, ჟამთასვლაში, ჩვენი
            დროების ადამიანებში და ჩემში მყოფი ღვთის და-
            ნახვის უნარს.

               ებრაული გადმოცემის თანახმად ადამი შეიქმნა
            ნათლის კვართით მოსილი და მხოლოდ ცოდვით
            დაცემის შემდეგ მშვენიერი კვართი დაფარა კანის
            სამოსმა. ამგვარად ადამი იქცა თიხის გარსში მოქ-
            ცეულ ნათლად. როდესაც მოვა მესია, დღის შუქზე
            გამოიყვანს იმ მშვენიერ კვართს, რომელსაც ადა-
            მიანი  ჯერ  კიდევ  ინახავს,  თავის  თავში  იცავს  და
            ახალი ადამი იქნება ნათლის ადამი.
   7   8   9   10   11   12   13   14   15   16   17