Page 17 - Lettera pastorale 2020 GEO
P. 17

სამწყსო წერილი  2020                             17

            სავსე, და ეკლესიის მიერ უკანასკნელად ნეტარად
            შერაცხული ყმაწვილი კარლო აკუტისი, სიხარულს
            რომ  აფრქვევს  თავისი  უბრალოებით  (ესაა  ჯინ-
            სით, მაისურითა და კეტებით მოსილი წმიდანი) და
            წმიდანობის  დიდი  სურვილით!  წმიდანები  არიან
            ადამიანები, რომლებმაც აღმოაჩინეს მშვენიერება
            სიწმიდის გზაზე. მშვენიერება სინამდვილის ლამაზი
            წარმოდგენა როდია, ლამაზი ფოტოს ან პორტრე-
            ტის მსგავსად, არამედ ლამაზი რეალობის განსახი-
            ერებაა, ანუ სიყვარულის განსახიერება. მიღებული,
            ცხოვრებაში  გატარებული  და  განხორციელებული
            სახარება იქცევა, მისი შემსრულებლისათვის, მშვე-
            ნიერებისა და ბედნიერების გზად.

               N.B.  თუმცა,  არსებობს  სხვა  მშვენიერებაც,  მოჩ-
            ვენებითი  და  ცრუ,  რომელსაც  პროპაგანდას  უწევენ,
            ზედაპირული  და  თვალისმომჭერლი,  გამაბრუებელი
            როელიც, იმის ნაცვლად, რომ თავიანთი თავიდან გა-
            მოიყვანოს  ადამიანები  ნამდვილი  თავისუფლების
            ჰორიზონტებისკენ და ზევითკენ მიიზიდოს, ატყვევებს
            მათ  მათივე  თავში  და  კიდევ  უფრო  მეტად  ამონებს,
            იმედ და სიხარულ წართმეულებს. საუბარია მაცდურ
            და ამავე დროს ორპირ მშვენიერებაზე, რომელიც აღ-
            ვიძებს  წყურვილს,  ძალაუფლების,  ფლობის,  მეორე
            ადამიანზე ზემოდან მოქცევის დაუოკებელ სურვილს
            და სულ მალევე გადაიქცევა თავისი თავის საპირისპი-
            როდ და ღებულობს უხამსობის, ზღვარგადასულობისა
            და თვითმიზნად ქცეული პროვოკაციის სახეს.



            მე ვადგავარ სიწმიდის გზას საქართველოში,
            •  თუკი ომს ვუცხადებ სიმახინჯეს, დეგრადაციას,
               საზოგადოებრივი  ჰარმონიის  მსხვრევას,  გავ-
               რცელებულ დაავადებებს, წვრილმან დანაშაუ-
               ლებს,  ეშმაკობით  შემოპარებულ  უკანონობას,
               სხეულის გასაქონლებას და ა.შ. ...
   12   13   14   15   16   17   18   19   20   21   22