Page 20 - Lettera pastorale 2020 GEO
P. 20

20                არაჩვეულებრივად ჩვეულებრივნი

            პავლე  მოციქულისთვის,  წმიდანთა  დამახასიათე-
            ბელი ნიშანი სხვა ვერაფერი იქნება, თუ არა იმედი.
            მაშასადამე, იყო ქრისტიანი, იყო წმიდანი ნიშნავს
            იცხოვრო უფალი იესოს იმედითა და იმედში. იესოა
            წმიდანთა იმედი!


               „გადააბიჯო  იმედის  ზღურბლს“,  ასე  ჰქვია  წმ.
            იოანე პავლე II-ის წიგნს. მშვენიერი სათაურია, პო-
            ეზიითა და ამავე დროს რეალიზმით სავსე. გადაა-
            ბიჯო ზღურბლზე, გამოხატავს გამბედაობას, რათა
            არ  დავრჩეთ  საკუთარ  თავში  უმოძრაონი;  ენთუ-
            ზიაზმს,  რათა  ვიცოდეთ,  რომ  ზღურბლი  არის  იმ
            სამყაროში  შესასვლელი,  რომელიც  საშუალებას
            მოგვცემს  სრულად  ვიგემოთ  აღთქმული  ნაყოფი;
            ჟესტის გაკეთების თავისუფლებას, პირველი ნაბი-
            ჯის  გადადგმას,  რომელიც  ჩემი  გადასადგმელია,
            პირადად ჩემი და სხვა არავისი... გვახსენდება გა-
            მოცხადების  წიგნის  სიტყვები:  „კართან  ვდგავარ
            და ვრეკ“ (გამოცხ 3,20). გაბედო, გააღო ეს კარი და
            გადააბიჯო ზღურბლს, რათა ქრისტეს კვალს დაა-
            დგე, ქრისტესი, რომელიცაა ჩვენი იმედი, აი, ჩვენი
            მორწმუნეთა პირადი ცხოვრების მთელი აზრი და
            სიწმიდის ხატი.

               „იმედი  ნიშნავს,  დღეს  უთოხნო  კეთილ  მომა-
            ვალს.  დაამუშავო  ცხოვრების  ყველა  ნაყოფიერი
            მდგომარეობა. სანამ საშრომია, იმედიცაა“ წერდა
            დონ  მილანი.  იმედი  შრომაა,  რომ  არ  დანებდე
            როცა ხედავ, რა ცოტა გაქვს და რამდენს მოელი,
            თვალის გახელის შრომა. ღმერთი ჩვენც გვიხელს
            თვალებს და ვხედავთ იმას, რაც უკვე აქაა, მაგრამ
            იმასაც, რაც დაპირებად მოგვეცა იესოში, სამოთხეს.
   15   16   17   18   19   20   21   22   23   24   25