Page 24 - Lettera pastorale 2020 GEO
P. 24
24 არაჩვეულებრივად ჩვეულებრივნი
მოსისაგან, რომელიც ვერ გვიხსნის და შევიმოსოთ
ღვთისაგან მოცემული სამოსი, იესო, ქრისტე ღვთის
სამართალი და ხსნა.
„შეიმოსეთ უფალი იესო ქრისტე“ (რომ 13,14).
“შემოძარცვული გაქვთ ძველი ადამიანი მისი
საქმეებითურთ და შეიმოსეთ ახალი, რომელიც
განახლებულია ცოდნით მისი შემოქმედის ხატისა-
მებრ“ (კოლ 3,9-10).
მეორე სიტყვა, „აღვსება“ შეგვახსენებს ევქა-
რისტიულ პურს, რომლითაც ვსაზრდოობთ განუ-
წყვეტლივ და რომელიც თანდათანობით გარდაგ-
ვქმნის იესოში, მასში, ვინც ამ პურშია დაფარული
და მოგვეძღვნის სრულად. „აიღეთ და ჭამეთ, ეს
ჩემი ხორცია; აიღეთ და სვით ყველამ, ეს ჩემი სის-
ხლია“ (მთ 26,26-29). ჩვენთვის, ქრისტიანთათვის ეს
პური სიცოცხლეა, ძალა, და არა ჯილდო. ესაა გა-
ნტეხილი პური, გაღებული სიცოცხლე. თუკი ჩვენც
დავამტვრევთ ჩვენს სიცოცხლეს და გავცემთ მას,
ვიქცევით ევქარისიტიად. „აღვსება“ მოითხოვს
ჩვენგან უდაბნოს, სიცარიელის შექმნას, რათა შეძ-
ლოს ჩვენი ავსება. თუ უკვე სავსე ვარ, ვერაფერსაც
ვერ მივიღებ, ვერ დავიტევ. ესაა ნამდვილი მარხვა:
არ ავივსოთ იმითი, რაც ქრისტეს ადგილს დაიკა-
ვებდა!. სულ უფრო და უფრო ვივსებით ხოლმე იმ
საგნებით, რაც ქრისტეს ადგილს იკავებს!
წმიდანნი შეგვახსენებენ რომ ერთადერთი რა-
მაა აუცილებელი: დაანებო, რომ ქვევრში წყალი -
ჩვენი ცხოვრების მეტაფორა - გადაიქცეს ქრისტედ,
ახალი აღთქმის ღვინოდ, წმიდა სულის ძლიერი
მოქმედების წყალობით, რომელიცაა სიწმიდის
ერთადერთი ნამდვილი მასწავლებელი.