Page 23 - Lettera pastorale 2020 GEO
P. 23
სამწყსო წერილი 2020 23
ბენედიქტე XVI-ის მოძღვრების თანახმად, შეგი-
ყვარდეს ღმერთი და მისი ძე იესო ქრისტე, ნიშნავს
გაიხადო იგი და მისი სახარება რეალობად, რომე-
ლიც ფორმას ანიჭებს შენს არსებობას, მიიჩნიო იგი
პიროვნებად, რომელიც ანიჭებს შენს ცხოვრებას
ახალ ჰორიზონტს და ამასთან ერთად გადამწყვეტ
მიმართულებას. შეგიყვარდეს, ნიშნავს სულ უფრო
ღრმა შეხვედრების საშუალებით, გწადდეს „იყო
სხვებისთვის“. მე ვარ იესო ქრისტესათვის!
„შეყვარება“, მაშ, არაა მხოლოდ მოვლენა, რო-
მელმაც დასაწყისი მისცა ქრისტიანის ცხოვრებას,
არამედ ისაა ხაზი, რომელიც გვეხმარება ვიაროთ
გზაზე იმ ლოგიკით, რომელიც მიდის ნაკლებიდან
მეტამდე, ნაწილობრივი ძღვენიდან, რაც შესაძლოა
თავიდან მოხდა, ქრისტესათვის მთლიანად თავის
მიძღვნამდე, მისი სიყვარულისადმი სასოებით სა-
ვსე მინდობით.
ორი ქმედება ანიჭებს ამ უზენაეს დავალებას მი-
მართულებას: „შეიმოსო და აღივსო ქრისტეთი“
პირველი, „შემოსვა“, ატარებს ნათლისღების
ტიპიურ სურნელს, შეგვახსენებს ჩვენში ძველი
ადამიანის მიტოვებას, ახალი ადამიანის, წმიდა და
მართალი ადამიანის ნაკვთების შესაძენად, იესო
ქრისტეში რომ შეისხა ხორცი ასე საკვირველად.
იესოს ცხოვრების სტილი იქცევა ჩემი ცხოვრების
სტილად. „შემოსვა“ როდი ნიშნავს სამსოსზე სა-
მოსი გადაიცვა, არამედ მიუთითებს მას, ვინც უკვე
შემოსილია, რომ უნდა განიძარცვოს ძველი სამოსი
და შეიმოსოს ახალი. სულიერად რომ ვისაუბროთ,
თითოეულ ჩვენგანს გვაცვია ჩვენ-ჩვენი სამა-
რთლიანობის, რელიგიურობის, ადამიანად ყოფნის
საკუთარი შეხედულების, ჩვენივე ზომებზე გამოჭ-
რილი სამოსი; ამიტომაა, რომ უფალს სურს, რომ
თითოეული ჩვენგანი გათავისუფლდეს თავისი სა-