Page 28 - Lettera pastorale 2020 GEO
P. 28
28 არაჩვეულებრივად ჩვეულებრივნი
რომელიც მოკლედ და საოცრადაა აღწერილი მცი-
რეოდენი სიტყვებით მოციქულთა საქმეების მონა-
კვეთში: “და იყვნენ ისინი გამუდმებით მოციქულთა
მოძღვრებაში, თანაზიარობაში, პურის გატეხასა და
ლოცვებში, ყველაფერი საერთო ჰქონდათ, დღე-
ნიადაგ ერთსულოვნად ტაძარში იმყოფებოდნენ,
სახლებში ტეხდნენ პურს, იღებდნენ საზრდელს
მხიარულებით და გულუბრალოებით” (2,42-48).
სულთმოფენობის შემდეგ სიტყვა “ეკლესიის”
თქმით უნდა იგულისხმებოდეს ადამიანთა თანაზი-
არება იესოსთან და ძმებთან. ამიტომაც, ისტორიასა
და ადამიანთა მოგზაურობაში ეკლესიის ყველაზე
ნამდვილი მისიაა, მუდამ იყოს ნიშანი და ადგილი,
რომელიც შესაძლებელს ხდის თანაზიარებას და
ყველანარიად უწყობეს ხელს მას, რათა მართლაც
არ გაბატონდეს დაბნეულობა, არ იმძლავროს სიმა-
რტოვემ, დრამატული არ გახდეს ურთიერთობების
სიმწირე. და ჩვენ გვჭირდება თანაზიარების ადა-
მიანები, მოწოდებათა და ქარიზმათა მრავალფე-
როვნებით; ადამიანები, რომლებიც ყველანაირად
გადააბიჯებენ ძალისხმევას, მანძილს, ვინაიდან
ისწავლეს ღმერთის ოცნების, ერთობის სიყვარუ-
ლი.
“გარეთ გამსვლელი ეკლესიის” პაპი ფრანცის-
კესეული ახალი ხედვის საკვანძო სიტყვაა “შეხვე-
დრა”, შეხვედრის ძალაცა და სისუსტეც არის თანა-
ზიარების შობილი ჭეშმარიტი აქტი. და რომელიც
იქცევა გვერდში დგომის ხელოვნებად, ფეხსაც-
მლის გახდა იმ წმიდა მიწის წინაშე, რომელიცაა
მეორე ადამიანი, როგორც მოსე ცეცხლმოდებულ
მაყვლოვანთან (შეად. გამოს 3,5). „კარგად რომ
დავინახოთ მდელო, - ამბობს რეჟისორი ოლმი -
საჭიროა მუხლებზე დადგომა და ახლოდან შეხედ-
ვა“. ეს ყველას ეხება, შენს ქმარსა და შენს ცოლს,