Page 27 - Lettera pastorale 2020 GEO
P. 27
6. ნეტარ არიან ურთიერთობათა მქსოველნი
(თანაზიარება)
თუ ადამიანი ღმერთის ხატად და მსგავსებად
შეიქმნა, მისი იდენტობა - ისევე, როგორც მისი ბუ-
ნება - იმის ანარეკლია, რაც ღმერთში არსებობს.
და რაკი ღმერთი ერთი და სამპიროვანია, მამას,
ძეს და სულიწმიდას შორის სიყვარულის საკრებუ-
ლოა (ზუსტადაც!). ადამიანი ატარებს სილამაზეს,
რომ იყოს საკრებულო, საკუთარ თავში აღბეჭდი-
ლი, “თვისებას”, რომ არაა იზოლირებული, ავტო-
ნომიური, ცალკე ინდივიდი. ნაცვლად ამისა, იგი
შექმნილი თავისი შემოქმედის ნიმუშად, რომელ-
მაც იგი “ჩაიფიქრა” და შექმნა სხვა ადამიანებთან
ერთად, მათ შორის ურთიერთობაში, ვიღაც სხვის
სიყვარულზე დამოკიდებული. პირველ რიგში მის
სიყვარულზე და მისი ძმების სიყვარულზე. ქრისტე
ღმერთთან ერთად ცხოვრების გულია, გასაღებია,
ერთად ცხოვრების, საკრებულოდ გადაქცევის სი-
ხარულის ქვაკუთხედია. მასში წმიდანებად ქცევა
ჩვენი ინიციატივა როდია, არამედ მისგან მოდის:
“მე აგირჩიეთ თქვენ” (იო 15,16). და მის ამ სული-
ერი ანდერძიდან - ფერხთა ბანიდან, სერობიდან,
რომლის დროსაც გადასცა საკუთარი თავი ადამი-
ანს, აღდგომიდან და სულთმოფენობიდან იბადება
ის პირველი ქრისტიანული საკრებულო, ეკლესია,