Page 31 - Lettera pastorale 2020 GEO
P. 31

სამწყსო წერილი  2020                             31

            ბის მსხვერპლთა ღაღადია! ეკლესიას შეუძლია და
            მართებს გაითავისოს დღეს იესოს ეს მზერა: მოუს-
            მინოს დედამიწის ღაღადს და ღარიბთა ღაღადს...
            ვერ წახვალ ეკლესიაში გამოწკეპილი, ძმების სით-
            ბოთი კმაყოფილი, გალობითა და ლოცვით ბედნი-
            ერი, თუკი შემდეგ გარეთ არაფერს გააკეთებ სამა-
            რთლიანობისა  და  მშვიდობისათვის.  ვერ  მიიღებ
            იესოსეულ ძლიერ და ტკბილ უტოპიას, თუკი არა-
            ფერს გააკეთებ, რათა ის ჟამთასვლის ქვიან და ნა-
            ნგრევებით სავსე ნიადაგში ჩათესო. ეკლესიას არ
            შეუძლია, არ უნდა დარჩეს სამართლიანობისთვის
            ბრძოლის მიღმა (EG 183), სიცოცხლისა და საერთო
            სახლის დასაცავად ბრძოლის მიღმა (Laudato Si’).
            ღმერთი იბრძვის, რომ ააყვაოს სამყარო! თუ კიდევ
            ერთხელ  მოვისმნეთ  Magnificat-ს,  “ტახტებიდან
            გადმოყარა ძლიერნი და აამაღლა თავმდაბალნი”
            (ლკ 1,51) ან იესოს თავდაპირველ განაცხადს, “ჩაგ-
            რულთა გასათავისუფლებლად მოვედი” (ლკ 4,18),
            ჩვენში  უმალვე  უნდა  გაღვივდეს  სურვილი,  რომ
            მასთან ერთად გავაკეთოთ რაიმე ყოველი ადამი-
            ანის ღირსებისათვის. არ კმარა თქმა: ცუდს არაფე-
            რს ვაკეთებ. ვინაიდან სიჩუმითაც კლავენ, ფანჯა-
            რასთან დგომითაც სამყაროს ტრაგედიათა წინაშე
            და გვერდის ავლითა და დაჭრილი ადამიანისთვის
            მოყვასის ხელის არ გაწვდენითაც, როგორც იგავის
            ლევიანი და მღვდელი მოიქცნენ (ლკ 10,25-37). რო-
            დესაც არაფერს ვაკეთებთ ბოროტის წინააღმდეგ,
            საერთო  ბოროტების  თანამონაწილენი  ვხდებით.
            ეს  ცოდვაა  და,  ამდენად,  სიწმიდის  გზას  ეწინაა-
            ღმდეგება.  პაპი  ფრანცისკე  წერს:  “სინამდვილე
            გვაჩვენებს, რაოდენ ადვილია კორუფციის ბანდებ-
            ში  მოხვედრა,  ‘ვიძლევი,  რათა  მომცენ’  იმ  ყოვე-
            ლდღიური  პოლიტიკის  ნაწილად  ქცევა,  რომელ-
            შიც ყველაფერი ვაჭრობაა. და რამდენი ადამიანი
            იტანჯება უსამართლობით, რამდენი რჩება უძლურ
            მაყურებლად იმისა, თუ როგორ შეექცევიან მავან-
   26   27   28   29   30   31   32   33   34   35   36