Page 34 - Lettera pastorale 2020 GEO
P. 34

34                არაჩვეულებრივად ჩვეულებრივნი

            გების  საიდუმლოში.  პირნათლად,  შესრულებული
            აღსარების  შემდეგ,  მადლის  ქმედებით,  ყოველ-
            თვის ვიზრდებით წმიდანობაში. საუფლო ლოცვაში
            ასე ვლოცულობთ  “და ნუ შეგვიყვან ჩვენ განსაც-
            დელსა” (მთ 6,13), უფრო მეტი სიზუსტისთვის ასეც
            შეიძლება ითარგმნოს „არ მიგვატოვო ცდუნებაში“.
            რა არის  ცდუნება?  რომელია ბოროტის ყველაზე
            დიდი ცდუნება? ბოროტს სურს, რომ ხელი ჩავიქი-
            ნიოთ და სირთულეთა წინაშე, რასაც იესოს კვალ-
            ში  სიარულისას  რომ  ვხვდებით,  ვთქვათ:  “კმარა!
            დავიღალე, ვნებდები, ბრძოლა აღარ მინდა!”.  აი,
            ეს არის დიდი ცდუნება!  როგორც კი ამ მახეში გა-
            ვებმებით, სრული მარცხის ზღვარიც იკარგება. პაპი
            ფრანცისკე წერს:

               “ვერავინ  გაძლებს,  თუკი  აირჩევს  მკვდარ  წე-
            რტილში  გაჩერებას,  მცირედით  კმაყოფილდება,
            თუკი  შეწყვეტს  ოცნებას,  საუკეთესო  მიუძღვნას
            უფალს. კვლავაც უარესია, როდესაც მარცხს ეგუ-
            ებიან,  ვინაიდან  “ვინც  იმედის  გარეშე  იწყებს,  წი-
            ნასწარვე  წაუგია  ბრძოლის  ნახევარი  და  მარხავს
            საკუთარ ტალანტებს. [...] ქრისტიანული გამარჯვება
            მუდამ  არის  ჯვარი,  მაგრამ  ჯვარი,  რომელიც  იმა-
            ვდროულად  გამარჯვების  ალამია,  რომელიც  მებ-
            რძოლი  სისათუთით  არის  სატარებელი  მოხმობი-
            ლი ბოროტების შემოტევის წინააღმდეგ” (GE 163).
            ქრისტიანის ცხოვრება მუდმივი ბრძოლაა. ძალა და
            გამბედაობაა  საჭირო  იმისათვის,  რომ  გავუმკლა-
            ვდეთ  ეშმაკის  ცდუნებებს  და  ვაუწყოთ  სახარება.
            ეს ბრძოლა საოცრად ლამაზია, რამეთუ გვაძლევს
            იმის  საშუალებას,  რომ  ყოველთვის  ვზეიმობდეთ,
            როდესაც უფალი ჩვენს ცხოვრებაში იმარჯვებს.
   29   30   31   32   33   34   35   36   37   38   39