Page 38 - Lettera pastorale 2020 GEO
P. 38
38 არაჩვეულებრივად ჩვეულებრივნი
ხშირად ეს “მეზობლად” მყოფი წმიდანობაა, მათი,
ვინც ჩვენს გვერდით ცხოვრობენ და ღვთის არსე-
ბობას აირეკლავენ ან სხვაგვარად რომ ვთქვათ,
“წმიდანობის საშუალო კლასი”. პაპი აცხადებს:
“საჭიროა მხოლოდ ვიპოვნოთ უფრო სრულყო-
ფილი საშუალება იმის გასაკეთებლად, რასაც უკვე
ვაკეთებთ” (GE 17).
შენც შეგიძლია იყო მეზობლად მყოფი წმი-
დანი; ის, ვისაც სურს თავისი ჩვეულებრივი ცხო-
ვრება არაჩვეულებრივი გზით განვლოს.
საყვარელნო,
დასასრულს, გაუწყებთ, რომ მომა-
ვალ წელს, უფლის წყალობით, ფატიმის ღვთის-
მშობლის ქანდაკება, პორტუგალიიდან გამო-
ემგზავრება და ჩვენთან ჩამოვა. შევეცდებით,
მოინახულოს ყველა საკრებულო, თვით უმცირე-
სიცა და შორეულიც, შევთხოვთ მას, რომ გვაკუ-
რთხოს, თავისი მფარველი კალთა გადაგვაფაროს
და ასევე, ისევ მიგვითითოს მასზე, ვისაც უნდა გა-
ვყვეთ და ვინც უნდა შევიყვაროთ: იესო და მაშასა-
დამე, ვიყოთ წმიდანები! “გააკეთეთ ყველაფერი,
რასაც გეტყვით!” (იო 2,5): იგი მიგვითითებს გზას,
რათა ვიყოთ მისი ძის მოწაფენი. მოდით, აქედანვე
ვმადლობდეთ უფალს ამ მადლის გამო და მოვემ-
ზადოთ მის მისაღებად.