Page 40 - Lettera pastorale 2020 GEO
P. 40
დემეტრე თბილელი
რა მოხდა 1321 წლის 9 აპრილს?
ჩვენ ვიმყოფებით მე-14 სა-
უკუნის დასაწყისში; თავრიზში
(სპარსეთის, ახლანდელი ირა-
ნის, მონღოლური საილხანოს
დედაქალაქში, სადაც მცირე
ძმებს (ფრანცისკელებს) და
მქადაგებელ ძმებს (დომინი-
კელებს) ორი მონასტერი ჰქონდათ; აქ აღმოსა-
ვლეთში გაგზავნილ ძმებს აძლევდნენ მათი მისი-
ონერული საქმიანობისთვის საჭირო კულტურულ
და ენობრივ ფორმაციას. სწორედ აქედან, თავ-
რიზიდან, 1320 წლის დეკემბერში დაიძრა ოთხი
ფრანცისკელი - თომა ტოლენტინოელი, იაკობ
პადუელი, პეტრე სიენელი და დიმიტრი თბილელი
- ხანბალიკისკენ, რომელიც მონღოლეთის დედა-
ქალაქი და მათი ძმა იოანე მონტეკორვინოელის
მთავარსაეპისკოპოსოს საყდარი იყო (მონტოკორ-
ვინო როველა, 1247 - პეკინი, 1328). იოანე მონტე-
კორვინოელის მარშრუტს რომ მიჰყვებოდნენ, მათ
ჰორმუზიდან (დღევანდელი ბანდარ აბასი) გაცურა
გვილონისკენ/ხოლამისკენ, კერალაში, სადაც გა-
დაწყვიტეს, რომ ჩინეთისკენ გამგზავრებულიყვნენ.