Page 44 - Lettera pastorale 2020 GEO
P. 44
44 არაჩვეულებრივად ჩვეულებრივნი
ში მათი სიკვდილის შემდეგ მალევე რომ მოხდა,
რომლის გარემოშიც შეგვიძლია წარმოვიდგინოთ,
რომ ქართველ ძმას განსაკუთრებული ყურადღება
ეთმობოდა, რამდენადაც აღმოსავლეთის ლათი-
ნური ეკლესიის და ფრანცისკელთა ორდენის პირ-
ველი ადგილობრივი წამებული იყო. მისი კულტი
გაქრებოდა, მე-14 საუკუნის ბოლოს აღმოსავლე-
თის კათოლიკობის შერყევით, ღვთისმოსაობის და
იკონოგრაფიის არავითარ კვალს არ დატოვებდა,
ტოლენტინოში, პადოვასა და სიენაში ცოცხლად
რომ არ შენახულიყო მისი ამხანაგების მოხსენიება.
რა გავაკეთოთ 700 წლის იუბილეზე?
თუკი საქართველოში, სამწუხაროდ, სრულადაა
დაკარგული ამ ქართველი ფრანცისკელის მოგო-
ნება, რომელსაც სულ მცირე მთელი მე-14 საუკუ-
ნის მანძილზე ღვთის ერი პატივს მიაგებს, როგორც
წმინდანს, ახლა საუბარია მის მიმართ ინტერესის
და თაყვანისცემის გაღვივებაზე. ძმა დიმიტრისთვის
ბეატიფიკაციის პროცესის დაწყება დიდწილად და-
მოკიდებული იქნება იმაზე, როგორ მომწიფდე-
ბა ჩვენს კათოლიკურ საკრებულოებში ინტერესი
და თაყვანისცემა მის მიმართ; ეს შეიძლება იყოს
ამ წლის ნაყოფი, რომლის დროსაც მოხმობილნი
ვართ, რომ ვიფიქროთ “წმიდანებზე საქართვე-
ლოში”. თუ მრავალი კათოლიკე საქართველში კი-
თხულობს, ვინ არიან ჩვენი ქართველი კათოლიკე
წმიდანები და ბევრი, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ
თვლის საკუთრად პირველი 12 საუკუნის ქართველ
წმინდანებს, მეორე ათასწლეული კვლავაც შესაფა-
სებელია მთელი თავისი სიმდიდრით: საქართვე-
ლოში მოსული მისიონერებიდან (ფრანცისკელე-
ბი, დომინიკელები, თეატინელები, კაპუცინები....
რომელთა ცხოვრებაც არცთუ იშვიათ შემთხვევაში