Page 45 - Lettera pastorale 2020 GEO
P. 45
სამწყსო წერილი 2020 45
გმირულია) მე-19 და მე-20 საუკუნეთა კათოლიკე-
ებამდე, რომლებიც იწვევდნენ და დღემდე იწვე-
ვენ აღტაცებას საქართველოსა და საზღვარგარეთ
(საკმარისია, გავიხსენოთ ზუბალაშვილების ოჯახი
- არა მარტო წარმოების, შრომისმოყვარეობის,
პატიოსნების, ფილანტროპიის, საზოგადოებრივი
ვალდებულების მოწმობა, არამედ ზოგიერთ მის
წევრში ნამდვილი სიწმინდის მოწმობაც), მღვდლე-
ბამდე და ბერ-მონაზვნებამდე, რომლებიც ფორმა-
ციას იღებდნენ მ. პეტრე ხარისჭირაშვილის მიერ
სტამბოლში დაფუძნებულ მონასტერში (რომელთა
შორისაა მ. თამარაშვილი, რომელმაც უყოყმანოდ
გასწირა საკუთარი სიცოცხლე ადამიანის გადასა-
რჩენად, რომელიც ზღვაში იხრჩობოდა სანტა მა-
რინელასთან 1911 წელს), დაბოლოს, კომუნისტური
პერიოდის საერო კათოლიკეებამდე და მღვდლე-
ბამდე, რომლებსაც დევნიდნენ და კლავდნენ.
ინდოეთში, ტხანაში სახარებისათვის მოკლული
ძმა დემეტრე თბილელის მოწამეობის 700 წლის გა-
ხსენება დაგვეხმარება კვლავაც აღმოვაჩინოთ, თუ
რამდენი სიწმიდეა ჯერაც ჩამალული ჩვენი საქა-
რთველოს კათოლიური ისტორიის ნაკეცებში, წარ-
სულსა თუ აწმყოში.
მ. გაბრიელე ბრაგანტინი