Page 41 - Lettera pastorale 2020 GEO
P. 41
სამწყსო წერილი 2020 41
მაგრამ არცთუ ნათელი მიზეზებით, მათი გემი ტანა-
ში, სალსეტის კუნძულზე (დღეს ტხანა, მუმბაის, 1995
წლამდე ბომბეის, ზონა) ჩავიდა. აქ მათ საცხოვრე-
ბელი იპოვნეს ნესტორიანელთა ოჯახში. რამდენი-
მე დღის შემდეგ, მათმა მასპინძელმა ქალმა, რო-
მელსაც ქმარმა სცემა, ისინი მოწმეებად გამოიძახა
მუსლიმი რელიგიური მოსამართლის, ყადის, წი-
ნაშე. მან დაკითხა სამი ძმა, რომლებიც მის წინაშე
გამოვიდნენ ქრისტიანული სარწმუნოების ჭეშმა-
რიტებების შესახებ, შემდეგ დაჟინებით შეეკითხა,
რა აზრისანი იყვნენ წინასწარმეტყველ მუჰამედ-
ზე. ყველას მაგივრად თომამ უპასუხა, უარყო მისი
მოძღვრება და დაიცვა ქრისტიანული რელიგია. და
თავისი სიტყვებით სასიკვდილო განაჩენი გამოუ-
ტანა საკუთარ თავსა და ამხანაგებს. იაკობმა, რო-
მელიც ყველაზე ახალგაზრდა იყო, ორჯერ გაიარა
ცეცხლის გამოცდა და ორჯერვე სასწაულებრივად
უვნებელი გადაურჩა; შემდეგ, თომასთან და დი-
მიტრისთან ერთად, მახვილით მოკვდა 9 აპრილს.
პეტრე ორი დღის შემდეგ მოკლეს. მოწამეობის შე-
მდეგ მალევე მცირე ძმებმა პონტიფექსს სთხოვეს
თავიანთი 4 ძმის წმინდანად შერაცხვა. პაპმა იოანე
XXII-მ მომავლისთვის გადადო ეს გადაწყვეტილე-
ბა, რომელიც არასდროს მიუღიათ არც მას და არც
მის მემკვიდრეებს.
ჩანს, რომ მათი რელიქვიების გადატანა ჩინეთში
ღვთისმოსაობის პირველი აქტია, საიდანაც დაიწყო
სპონტანური თაყვანისცემა მათ მიმართ როგორც
ჩინეთში, ისე სპარსეთში, და რაც შემდეგ თავს იჩე-
ნს მნიშვნელოვან რიგში ფრესკებისა ეკლესიებსა
და ფრანცისკელთა ორდენის მონასტრებში სიენა-
ში, ვერონასა და უდინეში მე-14 საუკუნის პირველი
ნახევრიდან, ხოლო აღმოსავლეთში იარსება მე-14
საუკუნის ბოლომდე. მომდევნო საუკუნეებში სა-
მივე იტალიელი წამებულის მოხსენიება განსხვა-
ვებულად იქნა ცოცხლად შენახული წარმოშობის