Page 36 - Lettera pastorale 2020 GEO
P. 36

9.  ჩვენ წმიდანნი, მარიამის - ღვთისა და
                               ეკლესიის დედის მომზირალნი






                    არცერთი  ქმნილებისთვის,  თვით  მარია-
            მისთვისაც  კი,  წმიდანობა  არ  არის  თავისთავად
            ცხადი  და  უცვლელი;  პირიქით,  წმიდანობა  იმ  სი-
            ყვარულის  ნაყოფია,  რომელიც  დროში  ღვივდება
            და  იზრდება,  ღრმავდება  და  სულ  უფრო  ღრმად
            იძირება ღმერთის გულში. მარიამსაც მოუწია წმი-
            დანობაში ძიებისა და ზრდის გზის გავლა, დროთა
            მანძილზე მანაც შეიცნო თავისი ძის ფარული რეა-
            ლობანი, ჯვრისა და აღდგომის  გავლით,  რისი გა-
            კეთებაც ყველას გვმართებს. ამიტომაც, წმიდანო-
            ბის გზა, როგორც  ჩვენს შემთხვევაში, მარიამშიც
            პროგრესულად  განვითარდა  დროში  და  როგორც
            ჩვენთვის, მისთვისაც მისი სიკვდილით დასრულდა.
            ღმერთზე გაკეთებული არჩევანი დროში განვითა-
            რდა,  როგორც  ჩვენ  შემთხვევაში  უნდა  მოხდეს:
            წმიდანობა დროში ვითარდება. მარიამში, შეიძლე-
            ბა ითქვას, რომ მისი საღმრთო არჩევანი, მართა-
            ლია, დროში ვითარდებოდა (როგორც ჩვენში), მა-
            გრამ ცხოვრების ნებისმიერ წამს ის იყო მაქსიმუმი,
            რაც შეიძლება იმ კონკრეტულ მომენტში ყოფილი-
   31   32   33   34   35   36   37   38   39   40   41