Page 37 - Lettera pastorale 2020 GEO
P. 37
სამწყსო წერილი 2020 37
ყო (ჩვენგან განსხვავებით, რადგანაც ჩვენი საღვ-
თო არჩევანი ყოველთვის როდი აჩვენებს მაქსიმუ-
მს). ამიტომაც ვლაპარაკობთ მარიამის - წმიდათა
შორის წმიდის - “ტოტალურ წმიდანობაზე”.
პაპი ფრანცისკე შემდეგს წერს მარიამზე: “ის
წმიდანია წმიდანთა შორის, კურთხეული ყველაზე
უწინ, რომელიც სიწმიდის გზას გვაჩვენებს და გვე-
რდში გვიდგას. იგი ნებას არ გვაძლევს, რომ მიწა-
ზე დავრჩეთ, როდესაც ვეცემით, და ზოგჯერ თავი-
სი ხელით გვატარებს, ისე რომ, არც კი განგვსჯის.
მასთან საუბარი გვანუგეშებს, გვათავისუფლებს და
გვწმენდს. დედას არ სჭირდება სიტყვების ზღვა, არ
სჭირდება ისინი ჩვენთვის იმის სათქმელად, რაც
ჩვენს თავს ხდება. საკმარისია კვლავ და კვლავ ვუ-
ჩურჩულოთ მას: “გიხაროდენ, მიმადლებულო მა-
რიამ...” (GE 176).
საყვარელო ძმანო და დანო,
„არაჩვეულებრივად ჩვეულებრივი“, ვგონებ
ესაა სიწმიდის საუკეთესო განსაზღვრება, და ალ-
ბათ ასეთი ტიტული შეეფერება ამ წერილსაც. ამ წე-
რილში არაფერია არაჩვეულებრივი. დავწერე და
შევახსენე ყველას ის, რაც უკვე ვიცოდით, მაგრამ
სიწმიდე ასეთია: ჩვეულებრივის გაარაჩვეულებ-
რივებაა. წმიდანებიც ხომ „არაჩვეულებრივად ჩვე-
ულებრივნი“ არიან. შენც შეგიძლია შეამჩნიო, რომ
გვერდით მყოფი მრავალი ადამიანი, ჩვეულებრივ
ცხოვრებაში არაჩვეულებრივები არიან. პაპი ფრა-
ნცისკე მათ ასე უწოდებს - “წმიდანები მეზობლად”: