Page 42 - Lettera pastorale 2020 GEO
P. 42

42                არაჩვეულებრივად ჩვეულებრივნი

            რეგიონში.  თომა  ტოლენტინოელი  ერთადერთია,
            რომლის პირადი ისტორიის აღდგენაც შეგვიძლია
            მისი მიწიერი თავგადასავლის რამდენიმე მნიშვნე-
            ლოვანი მომენტის მეშვეობით. დაახლოებით მე-14
            საუკუნის ბოლოს მოაღწია ჩინეთიდან ტოლენტი-
            ნოში მისმა თავის ქალამ და ამ რელიქვიის გარშე-
            მო შეიძინა ფორმა ადგილობრივმა თაყვანისცემამ,
            რომელიც  საბოლოოდ  დამტკიცებული  იქნა  ნეტა-
            რად შერაცხვით 1894 წელს.




            კვლავაც არსებობს თუ არა ტხანას წამებულთა მო-
            გონება და მათ მიმართ თაყვანისცემა ინდოეთში?

               პასუხი  დადებითია  და  კონკრეტულად  ბომბეის
            ორ  სამრევლოში  ინახება.  პირველია  იოანე  ნათ-
            ლისმცემლის სამრევლო, სადაც ნეტარი თომა ტო-
            ლენტინოელის რელიქვია და ოთხი ფრანცისკელის
            მოწამეობის გამოსახულება ინახება. საინტერესოა
            იმის აღნიშვნა, რომ ყოველი თვის 9 რიცხვში საზე-
            იმო წირვით მოიხსენიებენ ოთხ წამებულს, ხოლო
            დღესასწაული  აღინიშნება  განსაკუთრებით  ყოვე-
            ლი წლის 9 აპრილს, მათი მოწამეობის დღეს. ოთხი
            წამებულის  მოხსენიების  კიდევ  ერთი  ადგილია
            კეთილი  მრჩეველი-სიონის  ღვთისმშობლის  მცი-
            რე  ძმათა  ეკლესია,  რომელიც  იმ  ადგილასაა,  სა-
            დაც  პორტუგალიელმა  ფრანცისკელებმა  კეთილი
            რჩევის ღვთისმშობლის სამლოცველო დააფუძნეს.
            აქაა  მოხატული  ვიტრაჟები,  საკურთხევლის  მარ-
            ჯვნივ და მარცხნივ, თომას, იაკობის, დიმიტრის და
            პეტრეს  გამოსახულებებით,  რათა  მრავალ  მორ-
            წმუნეს გააგებინონ, რომ მათ არ იცნობენ, როგორც
            ოთხ ფრანცისკელს, არამედ ბომბეის კათოლიკო-
            ბის ისტორიაში პიონერებად ითვლებიან.
   37   38   39   40   41   42   43   44   45   46   47