Page 43 - Lettera pastorale 2020 GEO
P. 43
სამწყსო წერილი 2020 43
ძმა დიმიტრი თბილელის კულტი და ხსოვნა
ახლა ჩვენს გმირთან მივდივართ; სრულებით
განსხვავებული იყო მეოთხე წამებულის, ძმა დიმი-
ტრის, ბედისწერა. ჩვენ ვიცით, რომ ის იყო საერო
ფრანცისკელი და თბილისელი ქართველი. მასზე
წყაროები ამბობენ, რომ არაერთი აღმოსავლუ-
რი ენა იცოდა. შესაძლოა, მოქცეულიც ყოფილიყო
ფრანცისკელთა მისიონერული საქმიანობის წყა-
ლობით, რომლებიც 1233 წლიდან იმყოფებოდნენ
საქართველოში, და შესაძლოა თავრიზში იმიტომ
წასულიყო, რომ ესწავლებინა მონასტერში, სადაც
ევროპიდან წამოსულ ძმებს აღმოსავლეთში მისი-
ონერული საქმიანობისთვის მოსამზადებელ ენო-
ბრივ და კულტურულ ფორმაციას აძლევდნენ. მი-
ხეილ თამარაშვილი დიმიტრის წამებას მჭიდროდ
უკავშირებდა იოანე XXII-ის გადაწყვეტილებას,
რომ სმირნის ცნობილი სამოციქულო საყდარი, რო-
მელიც ახლა საფრთხეში იყო მონღოლთა მუქარის
გამო, გადაეტანა თბილისში და, ამდენად, დაეფუძ-
ნებინა თბილისის ეპარქია (1330 წლის 6 თებერვა-
ლს ბულით Rex regum Altissimus), ეს კი ადასტურე-
ბს, სულ მცირე, ტხანაში მომხდარი ფაქტის სწრაფ
გახმაურებას, ვიდრე ის ავინიონამდე მიაღწევდა,
სადაც პაპი იმყოფებოდა. ფრანცისკელთა ტექსტში
ვკითხულობთ: “ძმა ჯორდანომ სოლდანიაში მოი-
ტანა და მქადაგებელ ძმათა მონასტერში შეინახა,
სხვებთან ერთად, ამ წამებულებიდან ერთ-ერთის
ყბის ძვლის ნაწილი, არ იცოდა, რომლისა იყო, მისი
მეშვეობით კი უფალი სასწაულებს ახდენდა. ერთმა
ღვთისმოშიშმა ქალმა მყისვე სთოხვა უფალს, გა-
მოეჩინა, ვინ იყო იგი. მომდევნო ღამეს მას ეჩვენა
უმცროსი ძმა მთელი ბრწყინვალებით და უთხრა,
რომ ნეტარი დიმიტრი იყო”.
შესაძლოა, ამ გადმოცემაში ტხანის წამებულთა
იმ თაყვანისცემის გამოძახილია, აღმოსავლეთ-