Page 33 - Lettera pastorale 2020 GEO
P. 33
8. ნეტარ არიან ისინი, ვინც
სულიერად იზრდებიან ჯაფაშიც
ახალი აღთქმა ნათლად და გასაგებად აჩვენებს,
რომ ღმერთის ნებაა ყოველი მორწმუნის სულიე-
რი სიმწიფე. წმიდაა ის, ვისაც გაზრდა სწადია. ეფე-
სელთა მიმართ წერილში პავლე მოციქული წერს:
“რათა აღარ ვიყოთ ბავშვები, რომელთაც არყევს
და იტაცებს მოძღვრების ყოველგვარი ქარი ადა-
მიანთა ცბიერებით, ცდუნების მზაკვრული ხელო-
ვნებით, არამედ, ჭეშმარიტების მეტყველნი სიყვა-
რულით, ყველაფერში ვიზრდებოდეთ მის მიმართ,
ვინც არის თავი — ქრისტე” (4,14-15). ჩვენი სული-
ერი ზრდის საბოლოო მიზანი იესოსთან მსგავსე-
ბაა. წმიდანობა არ ნიშნავს იმ დონემდე მისვლას,
რომ მეტად აღარ შევცდე, ან მეტად აღარ შევცოდო.
წმიდანებიც ცდებოდნენ და სცოდავდნენ. არაერთი
დიდი წმიდანი იმეორებდა ხშირად: “დიდი ცოდ-
ვილი ვარო”. მაგრამ, მჯერა, რომ წმიდანებს გაა-
ზრებული ჰქონდათ თავიანთი საბოლოო მიზანი და
წუთით არ ცხრებოდნენ, რომ თავიდან დაეწყოთ
ყველაფერი. დიახ, ისინი ჯიუტად იწყებდნენ თა-
ვიდან! “თავიდან დაწყება” - ეს სიტყვა უნდა გავი-
თავისოთ თუკი გვინდა იესოს გავყვეთ. ცხოვრების
თავიდან დაწყების და, შესაბამისად, ზრდის შესაძ-
ლებლობა განსაკუთრებით უნდა დავინახოთ შერი-