Page 30 - Lettera pastorale 2020 GEO
P. 30
7. ნეტარ არიან
სამართლიანობის მაშენებელნი
როდესაც სიწმიდეზე ვფიქრობთ, პირველი სახე,
რომელიც გონებაში მოგვდის, კეთილი, უბრალო,
მომთმენი ადამიანის სახეა, რომელიც ლოცულობს,
ბევრ რამეზე ამბობს უარს იესოს სიყვარულის გამო,
სხვებს ეხმარება, მიუტევებს და ა. შ. გვიჭირს მის
თვისებათა შორის მივათვალოთ სამართლიანო-
ბისთვის მებრძოლის, ბოროტების მთელი ძალით
მხილების უნარი, რომელსაც შეუძლია ხმის ამა-
ღლებაც და ბრძოლაც უსამართლოების გარკვე-
ული სტრუქტურების წინააღდეგ. არადა, სიწმიდე
დღეს სამართლიანობის მაშენებლებად გახდომის
მეშვეობით მიდის უსამართლობებისკენ, რომლე-
ბიც ადამიანის თავკერძობით აიგო.
ბიბლიაში დაბადების წიგნის მე-4 თავში ვაწყდე-
ბით ღმერთისაგან მოსმენილ პირველ სიტყვებს:
“შენი ძმის სისხლის ხმა შემომღაღადებს მიწიდა-
ნ!”(დაბ 4,10). პირველი ღაღადი, რომელიც ბიბლია-
ში ჟღერს. აბელის სისხლის ხმა ყოველი ადამიანის
ხმაა, რომელსაც სიკვდილისა ეშინია, ყოველი გვე-
მული სხეულის ღაღადია, ნაცარზე მჯდომი შიშველი
იობის, ბაღში იესოს ღაღადია, ყველა თავის ძმაში
ჯვარცმული ქრისტეს ღაღადია. ეს უსამართლობე-