Page 25 - Lettera pastorale 2020 GEO
P. 25

სამწყსო წერილი  2020                             25

               მუდამ  უნდა  გვახსოვდეს,  რომ  ქრისტეს  შეყ-
            ვარებას  მივყავართ  გადაწყვეტილებების  მი-
            ღებამდე,  რომლებიც  შესაძლოა  იყოს  აგრეთვე
            ყოვლისმომცველი  და  შესაბამისად  განსაკუთრე-
            ბული: „მიუძღვნა სიცოცხლე მას“, „მივეძღვნა მას
            ძმათა სასიკეთოდ“, „მთლიანად მას ვეკუთვნოდე“.
            მღვდლობისაკენ  მოწოდება  იბადება  სწორედ  იმ
            სურვილიდან,  რომ  ემსახურო  მას,  რომელიც  გი-
            ყვარს და ემსახურო ძმებს სიტყვასა და საეკლესიო
            საიდუმლოებში მისი უწყებით.

               ბერმონაზვნული მოწოდება პოულობს აქ თავის
            საძირკველს! ყოველი ღვთივმიძღვნილი პირი შეყ-
            ვარებულია და აღთქმები გამოხატავს ამ შეყვარე-
            ბას,  რომელიც  გადაჯაჭვულია  თავისუფლებასთან
            და  ცხოვრებაში  მისი  განხორციელების  არჩევა-
            ნთან!


               თავისუფალნი  საგანთაგან,  რათა  შევიყვაროთ
            იესო და ძმები (სიღარიბის აღთქმა),

               თავისუფალნი ადამიანთაგან, სწორედ იმისთვის,
            რომ შევიყვაროთ იესო და ძმები (სისპეტაკის აღთქ-
            მა)


               თავისუფალნი საკუთარი თავისაგან, რათა შევი-
            ყვაროთ იესო და ძმები (მორჩილების აღთქმა).

               მხოლოდ მას, ვინც შეყვარებულია, შეუძლია მი-
            აღწიოს მოწამეობის უკიდურეს ზღვარს.


               იესო დღესაც ხვდება, უმზერს და უყვარს და ეუბ-
            ნება „გამომყევიო“. იესოს მოწოდება მუდამ იწყება
            შეყვარებით, „შეხედა მას და შეუყვარდა იგი“ (მარ
            10,21)
   20   21   22   23   24   25   26   27   28   29   30