Page 22 - Lettera pastorale 2020 GEO
P. 22
5. ნეტარ არიან ქრისტეზე შეყვარებულნი
ყოველი ნამდვილი ქრისტიანის ცხოვრებაში ყო-
ველთვის არის განსაკუთრებული მადლის მომენტი,
იესოსთან შეხვედრა, ელვასავით რომ გვინათებს
გარეთ და შიგნით ყველაფერს, და ეს თითქმის ყო-
ველთვის სიყვარულისათვის ჯვარცმულთან შეხ-
ვედრაა, როგორც ეს პავლეს შემთხვევაში მოხდა.
ედიტ შტაინიც - წმ. ტერეზა ბენედიქტა ჯვრისა - დე-
დამისს, რომელიც საყვედურობდა შვილს იუდაიზ-
მიდან ქრისტიანობაზე გადასვლის გამო, პასუხობდა,
რომ მას შემდეგ, რაც იგი იესოს შეხვდა, სხვა აღარა
შეეძლო რა, თუ არა მისი შეყვარება და მის კვალში
სიარული. და ამაში მოწამეობამდე მივიდა იგი.
„თუკი გსურს გემის აგება, ნუ შეკრებ ხალხს ხის
მასალის შესაგროვებლად და ნუ გაუნაწილებ და-
ვალებებს, უბრალოდ ასწავლე მათ ვრცელი და
უკიდეგანო ზღვის მონატრება“ (ანტუან დე სენტ-ეგ-
ზიუპერი). ეს სურათი უადგილო არაა, თუ გავითვა-
ლისწინებთ მუდამ ჩასაფრებულ რისკს, გამოგვრ-
ჩეს ის, რაც სიწმიდეს აქცევს იმად, რაც უნდა იყოს.
ეს სიყვარულია. წმიდანნი, ვიცით, არ ყოფილან
სრულყოფილნი, მაგრამ სიგიჟემდე უყვარდათ
ღმერთი, ისინი შეყვარებულნი არიან, ყველა თავი-
სებურად, ერთი და იმავე იესოზე.