Page 19 - Lettera pastorale 2020 GEO
P. 19

4. ნეტარ არიან ისინი,
                                     ვისი გულიც იმედოვნებს







               ძველ  აღთქმაში  იმედის  საფუძველი  ღმერთის
            დაპირებაა.  მართლაც,  ღვთის  სიტყვა  მოხმობაა,
            ადამიანისადმი მიმართული მოწოდება, მიატოვოს
            ადგილი და მდგომარეობა, გზას დაადგეს, რაც ნიშ-
            ნავს მოსწყდეს აწმყოს და ამით აღძრავს მასში მო-
            ლოდინს.


               ახალი  აღთქმის  გადასახედიდან  იმედი  ნიშნა-
            ვს  მინდობას,  შვილობრივი  სასოებით,  მამისადმი,
            რომელმაც უწყის, რაც გვჭირდება (შდრ. მთ 6,8), და
            „ანიჭებს ყველას უხვად და უშურველად“ (იაკ 1,5).
            ამ აზრით, ის დაკავშირებულია მომავალთან. მომა-
            ვლიდან მოელის თითოეული ჩვენგანი სიხარულ-
            სა და ბედნიერებას. იმედი, ერთგვარად, ცდილობს
            შეავსოს ჩვენი ადამიანად ყოფნის სიდუხჭირე და
            გაჭირვება. ის საღვთისმეტყველო სათნოებაა, რო-
            მელიც გვასხამს ფრთებს და საშუალებას გვაძლევს
            გავიწიოთ მუდამ ადამიანურად შესაძლებლის მიღ-
            მა, რადგან მხოლოდ საკუთარ ძალებს აღარ ვეყ-
            რდნობით, არამედ ვანებებთ ღმერთს, შეგვეხიდოს
            და სრულად ვენდობით მის შემწეობას. ქრისტიანუ-
            ლი იმედი ხედავს იმას, რაც იქნება და უყვარს ის.
   14   15   16   17   18   19   20   21   22   23   24