Page 14 - Lettera pastorale 2020 GEO
P. 14

3. ნეტარ არიან მშვენიერებითა და
                                       სიკეთით მოხიბლულნი







               მომწონს ვიფიქრო, რომ სიწმიდე მშვენიერების
            რელიგიური სახელია. ვსაუბრობთ ყოფნის მშვენი-
            ერებაზე და არა შესახედაობაზე (იხ. ქვემოთ)! დიახ,
            ვინაიდან მშვენიერებაა ის, რაც აგვამაღლებს, აღ-
            ძრავს სიხარულით სავსე მიზიდულობას, სასიამო-
            ვნო  მოულოდნელობას,  მხურვალე  ერთგულებას,
            შეყვარებას, აღმაფრენას; ესაა ის, რასაც აღმოაჩე-
            ნს სიყვარული საყვარელ პიროვნებაში, იმაში, ვი-
            საც გუმანით ვხვდები, რომ იმსახურებს მივუძღვნა
            თავი,  ვისთვისაც  მზადა  ვარ  მივატოვო  საკუთარი
            თავი და დაუფიქრებლად გავრისკო. მშვენიერება,
            რომელზეც  ვსაუბრობ,  ისაა,  რომელიც  გვიყვება
            ძღვენზე,  სახიერებაზე,  ჰარმონიაზე,  სიყვარულზე,
            ყოველივეს  ერთმანეთთან  რომ  გადააჭდობს  და
            აზრსა და სისავსეს ანიჭებს სიცოცხლეს: ადამიანთა
            და საგანთა მშვენიერება, რომლებიცაა ღვთის მშვე-
            ნიერების  ანარეკლი.  წმიდა  ავგუსტინე  ღმერთის
            ძიებაში,  ქმნილებათა  მშვენიერებით  მოხიბლული
            ეკითხება საგნებს, მიწას, ზღვას, უფსკრულებს, ეკი-
            თხება  მსუბუქ  ქარებსა  და  სრულიად  ჰაერს,  ცას,
            მზეს,  მთვარეს,  ვარსკვლავებს,  სრულიად  სამყა-
            როს, ისინი ხომ არ არიან ის ღმერთი, რომელსაც
            იგი ეძებს, და ყველანი ერთხმად პასუხობენ: „ჩვენ
   9   10   11   12   13   14   15   16   17   18   19