Page 15 - Lettera pastorale 2020 GEO
P. 15

სამწყსო წერილი  2020                             15

            არა ვართ ღმერთი, მისი ქმნილებანი ვართ“. საბო-
            ლოო ჯამში ყოველივე ღმერთისკენ იშვერს თითს
            და  ათქმევინებს  ავგუსტინეს:  „გვიან  შეგიყვარე,
            მშვენიერებავ ესოდენ ძველო და ესოდენ ახალო,
            გვიან შეგიყვარე!“  (აღსარებანი 10.27.38). წმიდა ავ-
            გუსტინე ღვთის მშვენიერებას აღიარებს მოქცევით
            განწმედილი  თავისი  სიყვარულის  საგნად;  ვნება
            იფურჩქნება იმ მშვენიერებიდან, რომელსაც ინტუ-
            იციურად დალანდავს. ვნება, რომელიც ამოძრავე-
            ბს წმიდანის ცხოვრებას იბადება იმ აღმოჩენიდან,
            რომ  მშვენიერებასა  და  სიკეთეს  პირდაპირ  ღმე-
            რთთან მივყავართ. „მშვენიერების მჭვრეტელში -
            წერს პაპი ფრანცისკე ენციკლიკაში დიდება შენდა
            - ხდება ნახტომი გარკვეული ნამდვილად ადამია-
            ნური სისავსისაკენ“ (LS 103). მშვენიერება ნახტომია
            სისავსისაკენ.

               გალატელთა  მიმართ  წერილის  ცნობილ  ნა-
            წყვეტში,  წმიდა  პავლე  ჩამოთვლის  სულიწმიდის
            ნაყოფებს:  „სიყვარული,  სიხარული,  მშვიდობა,
            დიდსულოვნება,    სიტკბოება,  სიკეთე,  ერთგულე-
            ბა, თვინიერება, თავშეკავება“ (5,22). ვგონებ, რომ
            აღმოვაჩინე სულიწმიდის ამ ნაყოფთა შორის მშვე-
            ნიერების ნაყოფიც: მშვენიერია გიყვარდეს, მშვე-
            ნიერია  გიხაროდეს,  მშვენიერია  აგებდე  მშვიდო-
            ბას,  მშვენიერია  სიკეთე,  ერთგულება,  სიტკბოება,
            თვინიერება,  მშვენიერია  მოლოდინი,  მშვენიერია
            შეგეძლოს  ლაგამის  მოქაჩვა,  რათა  უკეთ  შეიყვა-
            რო. თუკი გადაფურცლავ ისტორიის წიგნს, მრავალ
            სიმახინჯესთან ერთად წაიკითხავ მრავალ მშვენი-
            ერებით  აღსავსეს  ფურცელს.  ისინი  არც  თვალში
            გეჩხირება და არც ყვირის, არამედ მოწმობენ შიგ-
            ნიდან გარდაქმნილ ცხოვრებას და წარუშლელად
            აღიბეჭდებიან  გულებში.  თბილი  გრძნობის  მცირე
            ჟესტი, კეთილმოსურნე მზერა, ფარული ერთგულე-
            ბა, მოფერება, კომპრომისზე უსიტყვო უარი, ჩრდი-
   10   11   12   13   14   15   16   17   18   19   20