Page 11 - Lettera pastorale 2020 GEO
P. 11

სამწყსო წერილი  2020                             11

            და  ‘იმ  სხვასთან’  მიმართებაში.  ესაა  მზერა,  რო-
            მელიც ჩერდება, მაგალითად, მხოლოდ სხეულზე,
            რომელიც ამგვარად იქცევა პირწმინდად ბიოლო-
            გიურ,  ან  მხოლოდ  ესთეტიკურ,  ან  მხოლოდ  მწა-
            რმოებელ ფაქტად (ეკონომიკაში, საზოგადოებაში,
            ჯგუფში თავის ფუნქციამდე დაყვანილი ადამიანი).
            შესაძლებელია  დიაბოლური  მზერა,  რომელსაც
            ყოველივე  დაჰყავს  მხოლოდ  სულიერ  მოცემუ-
            ლობაზე  და  უარყოფს  ყოველივე  იმის  ღირსებასა
            და დამხსნელ ფასეულობას, რაც ამქვეყნიური დი-
            ნამიზმის  ნაწილია,  რის  შედეგადაც  ვღებულობთ
            სულიერებას,  რომელიც  უნდობლობით  და  ეჭვით
            უმზერს  პოლიტიკურ,  ეკონომიკურ,  პროფესიულ
            და ა.შ. ძალისხმევას. ყოველი რეალობა ამგვარად
            იქცევა საშიში და ... მშვენიერებას მოკლებული. დი-
            აბოლური მზერა... დიაბოლურია ყოველივე ის, რაც
            ყოფს და მსჯავრი გამოაქვს, როგორც გარკვეული
            ზნეობრივი აღქმები (რასაც თითოეული შესაძლოა
            შეხვდეს  საკუთარ  თავში  და  საზოგადოებაში...),
            რომლებიც განიკითხავენ პიროვნებას და დაჰყავთ
            იგი მის ცოდვამდე: ამგვარად კაცი, რომელმაც მო-
            იპარა იქცევა ქურდად, რომელმაც მოკლა - მკვლე-
            ლად, პიროვნება რომელმაც იმრუშა - როსკიპად...
            უამრავი  მსჯავრი,    დაბინდული  და  მიკერძოებუ-
            ლი  მზერით  რომ  „განსაზღვრავს/მოიმწყვდევს“,
            ფაქტებსა  და  პიროვნებებში  მიღმიერისა  და  ‘იმ
            სხვის’ დანახვის უნარს მოკლებული.


               სიწმიდეში მოარულის მზერას კი, პირიქით, გა-
            აჩნია  უნარი  ჩასწვდეს  რეალობას  მის  მნიშვნე-
            ლობათა  შინაგან  კავშირებში  და  კონტექსტთან,
            სხვებთან  და  ‘იმ  სხვასთან’  მიმართებაში.  ესაა
            მზერა,  რომელიც  რეალობას  არ  „განსაზღვრავს“
            ერთადერთ მნიშვნელობაში, რაოდენ რთულიც არ
            უნდა იყოს ეს მნიშვნელობა. ესაა მოკრძალებული
            მზერა, რომელიც გახსნილი რჩება იმ სიმდიდრეზე,
   6   7   8   9   10   11   12   13   14   15   16