Page 7 - Lettera pastorale 2020 GEO
P. 7

სამწყსო წერილი  2020                              7

               ძირეული  პრინციპი  ყოველი  სიწმიდისათვის
            ჩვენი  ნება  როდია,  არამედ  შეურყეველი  მტკიცე
            რწმენა იმისა, რომ ღმერთს ვუყვარვართ! თავდა-
            ვიწყებამდე  ვუყვარვართ  სიხარულისა  და  სიცო-
            ცხლის  მოყვარე  ღმერთს.  იყო  წმიდანი,  ნიშნავს
            დაჰყვე  და  აჰყვე  მას.  იკვლიო,  იხარო,  იცხოვრო
            მოლოდინით და მუდამ გაოცდე იმ პირადი ისტო-
            რიით,  რომელსაც  იგი  ქმნის  მთელ  კაცობრიობა-
            სთან და კერძოდ ჩემთან. აღუდგინო რწმენას მისი
            სულიერი თვისება, ნიშნავს კვლავ გააჟღერო სია-
            ხლე, ანუ, კარგი ამბავი, რომ არსებობს მგზნებარე,
            ვნებითი ამბავი, რომელიც თითოეულ ადამიანს შე-
            იძლება გადახდეს ღმერთთან. ამგვარი გრძნობის
            გარეშე არ არსებობს სიწმიდის გზა. წმიდანი დიახ,
            კმაყოფილი ადამიანია, მაგრამ იგი ამავდროულად
            შინაგან დაუკმაყოფილებლობის გრძნობას განიც-
            დის, რაც უბიძგებს მას მუდამ უფრო მეტი ეძიოს.

               ეს  ძიება  პოვებს  სიმშვიდეს,  პასუხს,  ნუგეშის
            ზეთსა და ძალას, როდესაც პირისპირ რჩება ღმერ-
            თთან პირად ლოცვაში, ევქარისტიის წინაშე, ჯვარ-
            ცმის წინაშე, ბიბლიის ფურცლების წინაშე. უფლის
            ჭვრეტით გარდავიქმნებით მისსავე ხატად. ჭვრეტა
            გარდაგვქმნის.
               პაპი ფრანცისკე წერს: „და ბოლოს, მიუხედავად
            იმისა,  რომ  ცხადი  გვეჩვენება,  გვახსოვდეს,  რომ
            სიწმიდე შედგება მიღმიერისაკენ ჩვეულებად ქცე-
            ული გახსნილობით, რაც ლოცვასა და თაყვანისცე-
            მაში ვლინდება. წმიდანი ლოცვის სულის მქონდე
            ადამიანია,  რომელსაც  ღმერთთან  ურთიერთობა
            სჭირდება.  იგი  ვერ  იტანს  ამ  სამყაროს  ჩაკეტილ
            იმანენტურობაში  სულის  შეხუთვას,  და  თავის  ძა-
            ლისხმევასა და მიძღვნაში ღმერთი ენატრება, სა-
            კუთარი თავიდან გამოდის ქება-დიდებაში და სა-
            კუთარ  საზღვრებს  იფართოებს  უფლის  ჭვრეტაში.
   2   3   4   5   6   7   8   9   10   11   12