Page 5 - Lettera pastorale 2020 GEO
P. 5

სამწყსო წერილი  2020                              5

            ვრება ჰქვია და მომიწევს ამ სკივრიდან ავირჩიო
            ზოგიერთი  ასპექტი,  და  ვიმედოვნებ,  შევძლო  გა-
            გრძნობინოთ ამ სიტყვის მშვენიერება. ვისურვებდი
            ყველამ გავიაზროთ, რომ სიწმიდე ცხრა მთას იქით
            როდია,  არც  ყველაზე  ყოჩაღებისთვისაა,  სიწმიდე
            არ ცდილობს ჩვენი ადამიანობის შეკვეცას, სწორე-
            დაც რომ პირიქით. პაპი ფრანცისკე წერს: „ხშირად
            გვაცდუნებს ხოლმე ფიქრი, რომ სიწმიდე მხოლოდ
            მათთვისაა, ვისაც შეუძლიათ თავი შორს დაიჭირონ
            ჩვეულებრივ საქმეთაგან, რათა დიდი დრო დაუთ-
            მონ ლოცვას. ეს ასე როდია. ყველანი მოხმობილნი
            ვართ,  სიყვარულით  ცხოვრებით  ვიყოთ  წმიდანე-
            ბი  და  თითოეულმა  საკუთარი  მოწმობა  დავდოთ
            ყოველდღიურ  საქმიანობაში“.  (GE  14)  კვლავ  პაპი
            ფრანცისკე ამბობს: „როდესაც უფალი გვთავაზობს,
            გავხდეთ წმიდანნი, რაიმე მძიმე, სევდიანი რამის-
            კენ როდი მოგვიწოდებს... სრულებითაც არა! ესაა
            მოწვევა, გავიზიაროთ მისი სიხარული, სიხარულით
            ვიცხოვროთ და გავიღოთ ჩვენი არსებობის ყოვე-
            ლი წამი, ვაქციოთ ის ერთდროულად სიყვარულის
            ძღვნად ჩვენს გვერდით მდგომთათვის. თუკი გავი-
            გებთ ამას, ყოველივე შეიცვლება და მიიღებს ახალ
            მნიშვნელობას,  მშვენიერ  მნიშვნელობას,  ყოვე-
            ლდღიურობის  მცირე  საგნების  მნიშვნელობიდან
            დაწყებული“. (აუდიენცია 2014 წლის 19 ნოემბერი)
            ყველას შეგვიძლია წმიდანობა!
   1   2   3   4   5   6   7   8   9   10