Page 10 - Lettera pastorale 2020 GEO
P. 10

10                არაჩვეულებრივად ჩვეულებრივნი

            იყო საუბარი სხვათა შორის „ოდენ ადამიანურ“ ფა-
            სეულობებზეც, და სწორედ იმის გამო, რომ ისინი
            ადამიანური იყო, მოიაზრებოდნენ ცხონებისათვის
            გარეშედ, თუმცა ყოველი ადამიანური ფასეულობა
            ფასეულობაა და ამიტომაც ვერ იქნება უცხო ხსნი-
            სათვის.  არ  არსებობს  ადამიანური  ფასეულობა,
            რომელიც არ შედიოდეს სიწმიდის გზაში. კაცობრი-
            ობის ტიპი, რაც განახორციელა ქრისტემ არის ადა-
            მიანურის ყველაზე ნამდვილი საფუძველი.

               მაშასადამე, სიწმიდე ყოფილა ჩვენში არსებული
            ადამიანობის აზრის სრული გამოხატვა. ეს ნიშნავს,
            რომ  სიმპათიითა  და  ემპათიით  იყო  განწყობილი
            ყოველივე ადამიანურისადმი, პუბლიუს ტერენციუს
            აფროს ცნობილი გამონათქვამისა არ იყოს: „Homo
            sum, humani nihil a me alienum puto“ (ადამიანი ვარ
            და  არაფერი  ადამიანური  არ  მეუცხოება)  ნიშნავს
            აგრეთვე მთელი სიმკაცრით წინ აღვუდგეთ არაა-
            დამიანურს: სიძულვილს, სისასტიკეს, ბრმა ძალა-
            დობას,  ცინიზმს,  ვულგარულობას,  უფრო  სუსტის
            ექსპლოატაციას,  კორუფციას...  ის,  რაც  პირველი
            გეცემა თვალში წმიდანის დანახვაზე, მისი სიწმიდე
            როდია, არამედ მისი ადამიანობაა!

               ქმნილებაში,  და  მით  უმეტეს  ადამიანში,  არსე-
            ბული მშვენიერება გადაეშლება მას, ვისაც სუფთა
            მზერა აქვს, ანკარა და ღრმა. რეალობისაგან თა-
            ვის არიდებაზე როდი ვსაუბრობთ, რათა ხიბლისა-
            გან თავისუფალი ცხოვრებით ვიცხოვროთ, არამედ
            რეალობის  სიღრმეში,  გონიერებით  კითხვა  იგუ-
            ლისხმება. მართლაც, შესაძლებელია ეშმაკისეული,
            „დიაბოლური“ მზერა (ბერძნულში dia - გასწვრივ
            და ballo - სროლა, გამყოფი/დამშორებელი), ვინც
            ყოფს და კეტავს ყოველ რეალობას მისსავე თავში
            და ართმევს მათ შემდგომ მნიშვნელობას, მნიშვნე-
            ლობას,  რომელიცა  აქვს  კონტექსტთან,  სხვებთან
   5   6   7   8   9   10   11   12   13   14   15