Page 6 - Lettera pastorale 2020 GEO
P. 6

1. ნეტარ არიან საიდუმლოს მკვლევარნი







               ძიება ეტაპი როდია, ის ცხოვრებაა! ყოველ ადა-
            მიანშია ღმერთის მწველი მონატრება, აბსოლუტის
            წყურვილი, წადილი მზერა მივაპყროთ მას. ჭვრე-
            ტა  უპირველეს  ყოვლისა  ნიშნავს  იგრძნო,  რომ
            ღმერთი გიზიდავს, როდესაც ვამოქმედებთ იმ თა-
            ვისუფლებას,  რომელსაც  ვიძენთ  დღითიდღე  და
            დაჰყვე, მიგიზიდოს იმ ღმერთმა, რომელმაც თავი
            განგვიცხადა.  ერთი  დიდი  ეპისკოპოსი  წერდა:
            „ყველაზე  მძიმე  უსჯულოება  იმდენად  ღვთისგმობა,
            ტაძრის შერყვნა, ბარძიმის წაბილწვა როდია, არამედ
            გაკვირვების არქონა. გულახდილად ვთქვათ,  დღეს
            ექსტაზის  კრიზისი  გვიდგას.  გაკვირვების  დეფიცი-
            ტია. აღარაფერი აღგვაფრთოვანებს. ირგვლივ „დეჟა
            ვიუს“, უკვე ნანახის, უკვე განცდილის, უკვე თქმულისა
            და  გამეორებულის  აუტანელი  ჭაობია  დამყაყებული.
            ძიების ამ წადილის გარეშე არ არსებობს ღმერთთან
            სიყვარულით თრობაც“. (ტონინო ბელო)
               ზოგჯერ გვეშინია ხოლმე, როდესაც მავანი იწყე-
            ბს ახალი გზების ძიებას, სურს უფრო მეტი გაიგოს,
            გრძნობს  მიზიდულობას  იმ  საიდუმლოსაკენ,  მას
            რომ  მოუხმობს  და  ამგვარად  იქცევა  ადამიანად,
            რომელსაც  არსებული  მდგომარეობა  ვერ  აკმაყო-
            ფილებს.  დავლოცოთ  ეს  ადამიანი.  მას  შეიძლება
            ჰქონდეს სიწმიდის კარგი პერსპექტივა.
   1   2   3   4   5   6   7   8   9   10   11