Page 16 - Lettera pastorale 2020 GEO
P. 16

16                არაჩვეულებრივად ჩვეულებრივნი

            ლში დარჩენილი ალტრუიზმის ჟესტი, მდაბალი და
            უანგარო მსახურება, მშვიდობისაკენ გადადგმული
            გაბედული  ნაბიჯი,  მიტევება  მოგვითხრობენ,  რომ
            მშვენიერია  ცხოვრება,  მშვენიერია  სიყვარული,
            შემოქმედება,  გაჩენა,  ხელიხელჩაკიდებული  მე-
            გობრობის  ჯაჭვით  მსოფლიოს  გარემოცვა.  მშვე-
            ნიერების ნაყოფი, მაშასადამე, ყოფილა სიყვარუ-
            ლის, თავის მიძღვნისა და მსახურების უნარში. კი
            მაგრამ, რას ნიშნავს თავის მიძღვნა? „ნიშნავს - ამ-
            ბობს ენცო ბიანკი - მიუძღვნა შენი ყოფნა და დრო,
            სხვისადმი  მსახურებას,  ვინც  არ  უნდა  იყოს  ის,
            მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანია, ქალი თუ კაცი,
            ჩემი მსგავსი, ჩემი და, ძმა კაცობრიობაში...“ (შდრ.
            ენციკლიკა „Fratelli tutti”).
               წმიდანნი  არიან  ის  ადამიანები,  რომლებმაც
            მშვენიერება გაიხადეს თავიანთი ცხოვრების მიზ-
            ნად.  არაჩვეულებრივად  განვლეს  ჩვეულებრივი
            და  მიაგნეს  მშვენიერებას  ღმერთში  და  მისი  ანა-
            რეკლი კი ცხოვრების ყოველ გარემოებაში. ფრა-
            ნცისკე  ასიზელი  გახდა  ქმნილების  მშვენიერების
            გატაცებით  მგალობელი,  ფილიპო  ნერიმ  და  ჯო-
            ვანი ბოსკომ სიხარული გადასდეს მოზარდებს და
            ღიმილით  ემსახურნენ  ახალგაზრდებს,  დომენიკო
            სავიომ მოგვიყვა, რომ სიწმიდე „ჩვენთვის მდგო-
            მარეობს იმაში, რომ არ შევცოდოთ და მხიარული
            ვიყოთ“,  ყრმა  იესოს  ტერეზამ  განაცხადა  თავის
            ხანმოკლე  ცხოვრებაში,  რომ  ის,  რაც  ნამდვილად
            ღირს და ფასობს „სიყვარულით ცხოვრებაა“, დედა
            ტერეზა  კალკუტელი  უმზერდა  ღმერთის  სახეს,
            როცა ეფერებოდა თავის უპოვართა და მომაკვდა-
            ვთ, კიარა ბადანოს ეწოდა კიარა ლუჩე, მისი სახის
            ბრწყინვალებისა და მანათობელი სულის გამო. იო-
            ანე პავლე II-მ მთელი ხმით დასძახა მსოფლიოს,
            რომ  საჭირო  იყო  „ქრისტესათვის  კარის  გაღება“,
            ქრისტესათვის, რომელიცაა სიცოცხლის გზა  და სი-
   11   12   13   14   15   16   17   18   19   20   21